ტრამპი სი ძინპინს შეხვდა და მასთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შეხვდა.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრა საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა: „ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან უკრაინის ომი განიხილა.
„სი ძინპინთან უკრაინასთან დაკავშირებით ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ რაღაც გავაკეთოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე მხარე ბრძოლაშია ჩაფლული და ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე, რაც სიგიჟე. სი ძინპინი უკრაინის საკითხში დაგვეხმარება, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა „10-დან 12 ქულით“ შეაფასა და ორმხრივი ვიზიტები დააანონსა.
„აპრილში ჩინეთში წავალ, სი ძინპინი კი ცოტა მოგვიანებით ჩამოვა“, - აღნიშნა მან.