1772223476
უცხოეთი
ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ - მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ, ეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული დაკავების“ შესაძლებლობა დაუშვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბის ხელისუფლება რთული სიტუაციის გამო აშშ-ს ესაუბრება.
ტრამპის ცნობით, კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „მაღალ დონეზე“ აწარმოებს.
„კუბის მთავრობა ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და, როგორც იცით, ისინი რთულ მდგომარეობაში არიან. მათ ფული არ აქვთ, ამჟამად არაფერი აქვთ. თუმცა, ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა, კუბის მეგობრული გზით დაკავება მოხდეს. მე ამას ვხედავ. მარკო რუბიო ამ საკითხზე ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს. მათ ფული არ აქვთ, ნავთობი არ აქვთ, საკვები არ აქვთ. ახლა ერი ღრმა პრობლემებშია და მათ სურთ, რომ დავეხმაროთ“, - აცხადებს ტრამპი.