ტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, მიიღწევა თუ არა შეთანხმება.
„ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს - მაგრამ შესაძლოა, არა“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსაშვებ ცერემონიაზე გამოსვლისას.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს ძალიან მარტივია“, - განუცხადა ტრამპმა კადეტებს.
მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალა დიდწილად გაქრა და ერთადერთი კითხვაა, დაბრუნდება თუ არა აშშ საქმის დასასრულებლად, თუ ირანი შეთანხმებას ხელს მოაწერს.
„ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ფლოტი გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი. ერთადერთი კითხვაა, მივიდეთ და დავასრულოთ ეს? აპირებენ თუ არა დოკუმენტზე ხელის მოწერას? ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.