Loading data...
ტრამპი: შეგატყობინებთ, როდესაც ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა უნდა გააკეთოს ირანმა, რომ მისი ქმედება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვალოს. 

„ამას გაიგებთ, რადგან მე შეგატყობინებთ, როცა ეს მოხდება. მათ იციან, რა არ უნდა გააკეთონ“, - განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მყოფ რეპორტიორს.

„ისინი ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ, რადგან ჩვენ არ გვინდა, შევიდეთ და ხალხი მოვკლათ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ მიიტანა იერიში არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე.