1777986244
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6892 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6899 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1431 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1499 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0595 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 6 მაისს შევა ძალაში.