Loading data...
ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებაზე - ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ, ვფიქრობ, მასთან ყველაფერი კარგად გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა POLITICO-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრა. 

„ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ რა აქვს მას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპის თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ვფიქრობ, მასთან [ზელენსკი] ყველაფერი კარგად გამოვა. ვფიქრობ, პუტინთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა