1764093704
უცხოეთი
ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებაზე: ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
„უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე ახლოს ვართ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს იოლი არ არის, მაგრამ ამას გავაკეთებთ“.
„ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ... ვფიქრობ, პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია CBS News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც უკრაინის მთავრობა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.