Loading data...
ტრამპი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს

აშშ-ის პრეზიდენტი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ დისპეტჩერები სამსახურს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდებიან, მაშინ ისინი დაჯარიმდებიან, ხოლო ვინც ე.წ შათდაუნის განმავლობაში მუშაობდა ისინი ბონუსებს მიიღებენ ამისთვის.

„ყველას, ვინც არ გააკეთებს ამას, მნიშვნელოვნად შეუმცირდება ხელფასი. ის დისპეტჩერები, რომლებიც იყვნენ დიდი პატრიოტები და არ აიღეს არავითარი შესვენება დემოკრატების ბლეფი შათდაუნისთვის, შევთავაზებ 10 000-დოლარიან ბონუსს ერთ ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული მსახურებისთვის.

თუ გსურთ ახლო მომავალში სამსახურის დატოვება, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ ამას, ყოველგვარი გადახდის ან კომპენსაციის გარეშე. სწრაფად შეიცვლებით ნამდვილი პატრიოტებით“, - აცხადებს ტრამპი.