1792994146
უცხოეთი
ტრამპი: რუსეთს ნავთობი მხოლოდ ჩვენთვის არ მოუცია, მან ის მსოფლიოს მიაწოდა - ეს ძალიან კარგი იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საწვავის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მსოფლიოში ნავთობის ფასებს დაასტაბილურებს.
„რუსეთს ნავთობი მხოლოდ ჩვენთვის არ მოუცია. მან ის მსოფლიოს მიაწოდა. ეს ძალიან კარგი რამ იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, შეერთებულ შტატებს და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს 300 000-ზე მეტი ტონა დიზელი, რაც წარმოადგენს საწვავის ფასების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს კონგრესის 3 ნოემბრის არჩევნების წინ.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი 500 000 ტონა დიზელს გაიღებს ნოემბერშიც და კიდევ 1 000 000 ტონას.