ტრამპი რუსეთის მიერ ირანის შესაძლო დახმარებაზე: თუ ასეა, მაშინ ისინი თავიანთ საქმეს კარგად არ ასრულებენ, რადგან ირანიც კარგად არ ასრულებს თავის საქმეს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ ირანის შესაძლო დახმარებაზე.
კერძოდ, პრესკონფერენციის დროს ამერიკელ ლიდერს ჰკითხეს, იცის თუ არა რამე მოსკოვის მიერ ირანის რაიმე ფორმით მხარდაჭერის შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ მას „არ აქვს საფუძველი ამის დასაჯერებლად“.
„თუ ასეა, მაშინ ისინი თავიანთ საქმეს კარგად არ ასრულებენ, რადგან ირანიც კარგად არ ასრულებს თავის საქმეს“, - დასძინა მან.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია, ირანს მიაწოდოს „ყველა ინფორმაცია, რაც მას სურს“, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ისინი ამ ინფორმაციას აწვდიან, „გადატვირთულები არიან“.
„ჩვენ გვყავს დედამიწაზე საუკეთესო სამხედრო ძალები. მე ის ჩემი პირველი ვადის დროს ავაშენე. სამწუხაროდ, ახლა იძულებული ვარ, გამოვიყენო“, - დაასკვნა ტრამპმა.