Loading data...
ტრამპი: პუტინმა რაკეტების გამოცდის ნაცვლად უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში ბირთვული რაკეტის გამოცდის ნაცვლად.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთის სანაპიროსთან ბირთვული წყალქვეშა ნავი ჰყავს განთავსებული.

„მათ იციან, რომ ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მსოფლიოში უდიდესი, ზუსტად მათ სანაპიროებთანაა განთავსებული, ანუ 8 000 მილის გაცურვა არ მოუწევს. სხვათა შორის, არც იმას ვფიქრობ, რომ პუტინის მხრიდან ასე ლაპარაკი შესაფერისია - ომი უნდა დაასრულოს, ომი, რომლის დამთავრებასაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა, ახლა მეოთხე წელია გრძელდება, ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოთ რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.