1777493406
უცხოეთი
ტრამპი: პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.
„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის [შეთახმების] მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს. არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.