Loading data...
ტრამპი: პუტინი ომს მანამდე არ დაასრულებს, ვიდრე უკრაინის ნაწილს არ მიიღებს

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს უკრაინის ნაწილის მიღების გარეშე არ დაასრულებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა .

„ის რაღაცას წაიღებს. ვგულისხმობ, რომ ისინი იბრძოდნენ და მას დიდი ტერიტორია აქვს. ვგულისხმობ, რომ მან გარკვეული ტერიტორია წაიღო“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ მას არ შეუძლია უკრაინას მიაწოდოს ყველა ის იარაღი, რაც მას სურს, რადგან ვაშინგტონს ეს თავად სჭირდება. მან დასძინა, რომ მას არ შეუძლია შეერთებული შტატები რისკის ქვეშ დააყენოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის ჩვენი ყველა იარაღის გადაცემა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. მე ძალიან კარგად მოვექეცი ზელენსკის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის დათმობა, რადგან ჩვენ თვითონ არ გვექნება საკმარისი. მე არ შემიძლია შეერთებული შტატები რისკის ქვეშ დავაყენო“, - დასძინა ტრამპმა.