1777530100
უცხოეთი
ტრამპი: პუტინი მზად იყო სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ხელი შეუშალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარკვეული დროის წინ მზად იყო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა „გარკვეულმა ადამიანებმა ხელი შეუშალეს“. ამის შესახებ მან თეთრ სახლში Artemis 2-ის ასტრონავტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პუტინს სურს უკრაინის საკითხის გადაწყვეტა. ეს კარგია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან პუტინს ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რაზეც, მისი აზრით, კრემლის ლიდერი შესაძლოა, დათანხმდეს.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, მისი აზრით, რომელი ომი დასრულდება უფრო ადრე - ირანის, თუ უკრაინის. მან უპასუხა, რომ უკრაინა უკვე „დამარცხდა“ ბრძოლის ველზე, თუმცა ახსენა „159 გემის განადგურება“, სავარაუდოდ, ირანზე მითითებით.