Loading data...
ტრამპი: პაპმა უნდა გაიგოს, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა, მსოფლიო დიდ საფრთხეში აღმოჩნდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პაპ ლეოს შეუძლია თქვას ის, რაც სურს, თუმცა მნიშვნელოვანია, მან გაიგოს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ლეოს დანიშვნაზე პასუხისმგებელი თავად არის. მისივე თქმით, რომის პაპი საგარეო პოლიტიკაში „სუსტია“. 

„პაპმა უნდა გაიგოს - ეს ძალიან მარტივია - ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. მსოფლიო დიდ საფრთხეში აღმოჩნდება“, - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ პაპმა ლეომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ომის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. 

„პაპს შეუძლია თქვას ის, რაც სურს და მეც მინდა, რომ მან თქვას ის, რაც სურს, მაგრამ შემიძლია, არ დავეთანხმო“, - დასძინა ტრამპმა.