1754942482
უცხოეთი
ტრამპი: ორბანს ვკითხე, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დამარცხება, ისე შემომხედა, თითქოს მითხრა, რა სულელური კითხვაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი გამართა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომისა და მისი პოტენციური შედეგების შესახებ.
ტრამპმა ორბანს „ძალიან ჭკვიანი კაცი“ უწოდა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს მოსწონს, ზოგიერთს კი - არა.
დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დამარცხება.
„მან ისე შემომხედა, თითქოს მითხრა: „რა სულელური კითხვაა“. მან თქვა: „რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და ისინი ბრძოლით იმარჯვებენ. ისინი იბრძვიან. სწორედ ამას აკეთებენ. ჩინეთი ვაჭრობით დაგამარცხებთ. რუსეთი ომით დაგამარცხებთ“. ეს ძალიან საინტერესო იყო“, - განაცხადა ტრამპმა.