1755003831
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6948 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1282 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1381 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა და მისი ღირებულება 0.0661 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 აგვისტოს შევა ძალაში.