Loading data...
ტრამპი: ოპერაცია „ობობას ქსელმა“ პუტინს უკრაინაში ახალი თავდასხმების საბაბი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის აეროდრომებზე უკრაინის დრონებით განხორციელებული იერიშები მოსკოვისთვის ახალი მასშტაბური თავდასხმების საბაბი გახდა. ამის შესახებ მან Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს ჰკითხეს, იმოქმედა თუ არა რუსეთის აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. პასუხად მან თქვა: „გუშინ ღამით პუტინს საბაბი მისცეს, რომ სასტიკად დაებომბა ისინი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს „არ მოეწონა“.

„როდესაც ეს დავინახე, ვთქვი: „აი, იწყება. ახლა დარტყმა იქნება“, - დასძინა მან.