ტრამპი: ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში, მხარს ვუჭერ პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას
ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, ის მხარს უჭერს პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას.
„როგორც სტივ უიტკოფმა გამოაცხადა, ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში! ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ჩემმა გუნდმა ხელი შეუწყო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების რეკორდული რაოდენობის მიწოდებას, ისტორიული სიჩქარითა და მასშტაბით. გაერომაც კი აღიარა ეს მიღწევა უპრეცედენტოდ. ამ შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა ამ შემდეგი ფაზის განვითარებას.
როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, მე მხარს ვუჭერ პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას, ღაზის ადმინისტრაციის ეროვნულ კომიტეტს, რომელსაც მხარს უჭერს საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი, რათა ღაზა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მართოს. ეს პალესტინელი ლიდერები ურყევად ერთგულნი არიან მშვიდობიანი მომავლის!“, - წერს ტრამპი.