Loading data...
ტრამპი: ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა - ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიას „ნაგავი ქვეყანა“ უწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან.

როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა.

„რადგან ნობელის პრემია არ მომანიჭეს… ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა. სინამდვილეში, ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული ტერმინი ჰაიტის, ლიბიის, სომალისა და იემენის მიმართ გამოიყენა.