Loading data...
ტრამპი: მოუთმენლად ველი ზელენსკისა და პუტინთან შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა გუნდმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უდიდეს პროგრესს მიაღწია.

„ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უდიდეს პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. (ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!) გასულ თვეს 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შედგენილი, დაზუსტდა ორივე მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი.

ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე, ამავდროულად კი, არმიის მდივანი, დენ დრისკოლი უკრაინელებს შეხვდება.

მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში“, - აცხადებს ტრამპი.