ტრამპი მიესალმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც AP-ის ჟურნალისტებს მასთან წვდომის უფლებას უზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თეთრ სახლს საშუალება მისცა, შეზღუდოს Associated Press-ის ჟურნალისტების დაშვება სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ შენობაში. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„დიდი გამარჯვება AP-ზე დღეს. მათ უარი თქვეს ამერიკის ყურის შესახებ ფაქტების, ან სიმართლის გამოქვეყნებაზე. ყალბი ამბები!!!“, - დაწერა ტრამპმა.
როგორც CNN წერს, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ თეთრ სახლს უფლება მისცა, სურვილის შემთხვევაში, შეზღუდოს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის დაშვება ოვალურ კაბინეტში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასა და Air Force One-ზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ თეთრი სახლის ზოგიერთი ტერიტორია არ არის ღია საზოგადოებისთვის, ან დიდი რაოდენობის ჟურნალისტებისთვის, ამიტომ ადმინისტრაციას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს ასეთ ღონისძიებებზე დასწრების უფლება.