ტრამპი: მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის
მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, მან ქვეყნის სამხედრო ძალები გააძლიერა, დაამატა საბრძოლო ხომალდები და ბირთვული იარაღი კიდევ უფრო გააძლიერა, რის შედეგადაც შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მთლიანად აღვადგინე მისი სამხედრო ძალები, მათ შორის ახალი და მრავალი განახლებული ბირთვული იარაღი. ასევე დავამატე კოსმოსური ძალები და ახლა ვაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენას ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არავის უნახავს.
ჩვენ ვამატებთ საბრძოლო ხომალდებსაც კი, რომლებიც 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის ხომალდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვებში გადაადგილდებოდნენ – აიოვა, მისური, ალაბამა და სხვა.
მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის. „ახალი სტარტის“ (ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ცუდად მოლაპარაკებული შეთანხმება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, უხეშად ირღვევა) გახანგრძლივების ნაცვლად, ჩვენ უნდა დავავალოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს, იმუშაონ ახალ, გაუმჯობესებულ და მოდერნიზებული ხელშეკრულებაზე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.