Loading data...
ტრამპი: მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომების დასრულების კუთხით მას „კიდევ ერთი ომი დარჩა“ დასასრულებელი.

„ეს არის რუსეთი და უკრაინა და ვფიქრობ, მივაღწევთ ამას, მაგრამ ყველაფერი რთულად ვითარდება, რადგან ორ ლიდერს [პუტინი და ზელენსკი] ნამდვილად სძულთ ერთმანეთი და ეს საქმეს ოდნავ ართულებს“, - აღნიშნა ტრამპმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე შეძლებს თუ არა უკრაინა ომის მოგებას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ ფიქრობს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. 

„არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მაინც შეუძლიათ გამარჯვება. მე არასდროს მითქვამს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ შეუძლიათ გაიმარჯვონ - ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი ძალიან უცნაური რამაა, ბევრი ცუდი რამ ხდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.