1757161296
უცხოეთი
ტრამპი ლუკაშენკოზე: ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერი

ბელარუსი ბევრ პატიმარს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო „დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერია“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან განიხილა.
„მე მჯერა, რომ ისინი 1 400 პატიმრიდან უმეტესობას გაათავისუფლებენ. მე დიდი პატივისცემა გამოვხატე ქვეყნის ლიდერის მიმართ, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ლუკაშენკო ძალიან ძლიერი ადამიანია, მაგრამ მას 1 400 ან 1 500 ან დიდი რაოდენობით პატიმარი ჰყავს. ჩვენ ვსაუბრობთ მათ გათავისუფლებაზე. ვფიქრობ, ბევრი მათგანი პოლიტპატიმარია და როგორც ჩანს, ისინი მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.