ტრამპი ლიბანში ზავის შესახებ: ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მშვიდობის დამყარებას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი თეთრ სახლში შეხვედრას, სავარაუდოდ, მომდევნო ერთ-ორ კვირაში გამართავენ.
ტრამპმა ჟურნალისტებთან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა ამოქმედდება.
ტრამპმა გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ლიდერების შეხვედრას ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა მოჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ლიბანის მთავრობა „ჰეზბოლაზე“ იზრუნებს“.
„ეს ძალიან კარგი პატარა პაკეტია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში და ჩვენ არ ვაპირებთ ბევრი ბომბის ჩამოგდებას და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარებას“, - განაცხადა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბრისას.
კითხვას, თუ რით განსხვავდება ეს ინიციატივა ისრაელ-ლიბანის სხვა სამშვიდობო ძალისხმევისგან, ტრამპმა უპასუხა: „მე. მე ვარ განსხვავება“.