1775657875
უცხოეთი
ტრამპი ყველა ქვეყანას, რომლებიც ირანს იარაღს მიაწვდიან, 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა ქვეყანას, რომლებიც ირანს იარაღს მიაწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ქვეყანას, რომელიც ირანს საომარ იარაღს მიაწვდის, დაუყოვნებლივ დაეკისრება 50%-იანი ტარიფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ნებისმიერ საქონელზე, რაც ძალაში შევა დაუყოვნებლივ. არანაირი გამონაკლისი, ან შეღავათი არ იქნება!“, - დაწერა ტრამპმა.