ტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა, მათ აუცილებლად უნდა გააფორმონ შეთანხმება
კუბა წარუმატებელი ქვეყანაა. მათ აუცილებლად უნდა გააფორმონ შეთანხმება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
მისი თქმით, კუბის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უძღვება.
„კუბა ამჟამად წარუმატებელი ქვეყანაა. ახლა კუბასთან ვსაუბრობთ. რუბიო კუბასთან საუბრობს და მათ აუცილებლად უნდა დადონ შეთანხმება, რადგან ეს ნამდვილად ჰუმანიტარული საფრთხეა. ჩვენ ბევრი შესანიშნავი კუბელი ამერიკელი გვყავს და ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, როდესაც შეძლებენ უკან დაბრუნებას და ნათესავების მოკითხვას“, – განაცხადა ტრამპმა.
.@POTUS: "Cuba is, right now, a failed nation... We're talking to Cuba right now. I have @SecRubio talking to Cuba right now, and they should absolutely make a deal because it's really a humanitarian threat. We have a lot of great Cuban Americans, and they're going to be very… pic.twitter.com/5Fslli5ukx
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) February 17, 2026