Loading data...
ტრამპი კითხვაზე თუ რატომ არ უწოდებს პუტინს დიქტატორს - ადამიანებს შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოვიხსენიებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა კითხვას, თუ რატომ არ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიქტატორს.

ტრამპის თქმით, ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა უწევს და სწორედ, ამიტომ მათ შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოიხსენიებს. 

„ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს, ამიტომ მათ შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოვიხსენიებ. მე გარიგებების ოსტატი ვარ. შეთანხმებების მიღწევა ყოველთვის კარგად გამომდიოდა. სწორედ გარიგებების წყალობით გავხდი ძალიან მდიდარი. ამიტომ ადამიანებს არ დავცინი,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.