1776438873
უცხოეთი
ტრამპი - ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, აშშ მათ ამის გაკეთებას უკრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატები მიიღებს მთელ ბირთვულ „მტვერს“, რომელიც ჩვენი შესანიშნავი B-2 ბომბდამშენების მიერ შეიქმნა - არანაირი თანხის გადაცემა არ მოხდება, არცერთი ფორმითა და საშუალებით.
ეს შეთანხმება არანაირად არ არის დამოკიდებული ლიბანზე, თუმცა აშშ ცალკე იმუშავებს ლიბანთან და შესაბამისი გზით მოაგვარებს „ჰეზბოლას“ საკითხს. ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. აშშ მათ ამის გაკეთებას უკრძალავს. საკმარისია!“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.