Loading data...
ტრამპი: ისრაელი ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამერიკის დიდი მოკავშირის, კატარის მიმართ მიდგომაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელი კატარის მიმართ „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს.

ნიუ-ჯერსიში, მორისთაუნის აეროპორტში, რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, აქვს თუ არა მას გზავნილი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის გასულ კვირას კატარში „ჰამასის“ ლიდერებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით, რასაც „ჰამასის“ ხუთი წევრი და კატარის უსაფრთხოების ერთი ოფიცერი ემსხვერპლა. 

„ჩემი გზავნილი ისაა, რომ ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მათ რაღაც უნდა გააკეთონ „ჰამასთან“ დაკავშირებით, მაგრამ კატარი შეერთებული შტატების დიდი მოკავშირეა“, - აღნიშნა პასუხად ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა სწორედ კატარში მდებარეობს.