1769803379
უცხოეთი
ტრამპი ირანზე: ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალები ირანისკენ მიემართებიან და იმედოვნებს, რომ თეირანთან შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება. კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელაში იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ამჟამად ირანში „ფაქტობრივად უფრო მეტ გემს“ აგზავნის.
„ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, კარგი იქნება. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება“, - დასძინა მან.