Loading data...
ტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექნება. 

„ამის შემდეგ და დიადი, მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი, ძალიან მამაცი მოკავშირე, პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ, რომ ირანი დავაბრუნოთ განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან, რათა ის ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე. ირანს დიდი მომავალი ექნება. გავხადოთ ირანი ისევ დიდებული (MIGA!)“, – აცხადებს ტრამპი.