Loading data...
ტრამპი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უახლოეს „ერთ ან ორ დღეში“ ელის - Axios

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ ერთმანეთს ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან. ტრამპს მოლოდინი აქვს, რომ ისინი ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება „უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისრაელი ომიდან უფრო ძლიერი გამოვა“.

„ირანელებს შეხვედრა სურთ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. ვფიქრობ, შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას გაიმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მომდევნო ერთ-ორ დღეში მივაღწევთ“, - განაცხადა მან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში.