ტრამპი ირანთან კონფლიქტზე: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია
„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია.
ამასთან, როგორც „სქაინიუსი“ წერს, თეთრი სახლის ლიდერმა გააკრიტიკა „ყალბი ამბების“ (Fake News) გამავრცელებელი მედია, მათ შორის The New York Times-ი, NBC News-ი და ABC News-ი.
მისი თქმით, მედია რეალობას ამახინჯებს და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს აშშ არ იგებს ომს.
„კითხულობთ New York Times-ს და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა მათ [ირანს] არც ფლოტი აქვთ, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ. ჩვენი თვითმფრინავები პირდაპირ თეირანის თავზე და ქვეყნის სხვა ნაწილებში დაფრინავენ, მათ კი ამის საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.