1777265014
უცხოეთი
ტრამპი: ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს.
„საუბარი თუ სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ ან დაგვირეკონ. იცით, ტელეფონი არსებობს. გვაქვს კარგი, დაცული ხაზები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომი ძალიან მალე დასრულდება.
როგორც ტრამპმა განმარტა, მათი წითელი ხაზი უცვლელია - შეერთებული შტატები მოითხოვს, ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. ეს წინა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ. ეს წლების განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ, 40, 47 წლის განმავლობაში. არავინ არაფერს აკეთებდა ამის მისაღწევად. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - აღნიშნა ტრამპმა.