Loading data...
ტრამპი: ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძლიერად დაარტყამს. 

აღნიშნული განცხადებით ტრამპი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. 

„ჩვენ ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. 

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნა, რომ ირანი ოფიციალურად წარუმატებელი ერია და ის მკვდარია.

„ირანი ოფიციალურად წარუმატებელი ერია. მკვდარია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ვალუტა, არ უხდიან ხელფასს ჯარისკაცებსა და პოლიციას, ინფლაცია 300%-ზეა, მათი ხელმძღვანელობა სრულ არეულობაშია და ვერ ახერხებს ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენას.

ერთადერთი, რაც მათ აქვთ, არის აშშ-დან მომდინარე ყალბი ამბები, მზადყოფნა, მოკლან თავიანთი მომიტინგეები (ახლა 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისინი უნდა გაასამართლონ კაცობრიობის წინააღმდეგ ომის დანაშაულებისთვის!)“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.