ტრამპი: ირანმა სამხედრო მარცხი განიცადა, ჩვენ ვაპირებთ ჰორმუზის სრუტის გახსნას და, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა სამხედრო მარცხი განიცადა და აშშ ახლა ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს ჰორმუზის სრუტის გახსნას. ამის შესახებ Clash Report-ი იუწყება.
„მათ სამხედრო მარცხი განიცადეს და ახლა ჩვენ ყურეს გავხსნით მათთან ერთად, ან მათ გარეშე, მაგრამ ის ღია იქნება. ჩვენ ვაპირებთ სრუტის გახსნას, როგორც მას უწოდებენ, და, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება და თუ არა, ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის დასრულებას ასე თუ ისე. ყველაფერი კარგად მიდის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ჰორმუზის სრუტის დახურვის უფლებას არ მისცემს.
„ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს საერთაშორისო წყლებია. თუ ისინი ამას გააკეთებენ - არავინ იცის დანამდვილებით, გააკეთებენ თუ არა ამას - მაგრამ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანთან კარგი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბირთვული იარაღის არარსებობას:
„ეს პირველი საკითხია. იცით, მე ვფიქრობ, რომ რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა, თუმცა ჩვენ არასდროს გვქონია ეს... ეს კრიტერიუმი. არანაირი ბირთვული იარაღი. საქმე 99%-ით ამაშია“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან დაკავშირებით სარეზერვო გეგმა არ სჭირდება, რადგან ირანის არმია პრაქტიკულად განადგურებულია.
„სარეზერვო გეგმა საჭირო არ არის. მათი არმია დაშლილია, მათი არმია გაქრა. ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი გავანადგურეთ. მათ ძალიან ცოტა რაკეტა დარჩათ, მათი წარმოების სიმძლავრე ძალიან დაბალია. ჩვენ მათ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. ჩვენი არმია უბრალოდ ბრწყინვალეა, მათ საოცარი სამუშაო გასწიეს“, - დასძინა მან.