1776432916
უცხოეთი
ტრამპი: ირანმა ახლახან განაცხადა, რომ სრუტე სრულად არის გახსნილი, მადლობა!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად არის გახსნილი და მიმოსვლისთვის მზადაა. მადლობა!“, - დასწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემის მოძრაობა აღდგა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნილი იქნება“, - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.