1769755825
უცხოეთი
ტრამპი: ირანისკენ ბევრი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ირანს, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავს.
„ამჟამად ირანისკენ ბევრი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და ძალიან კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს რეგიონში აშშ-ის სამხედრო აქტივების გადაადგილების შესახებ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანთან რაიმე სახის საუბარი, ან აპირებს თუ არა ამის გაკეთებას, ტრამპმა უპასუხა: „მქონდა და ვგეგმავ ამას“.