1774558192
უცხოეთი
ტრამპი: ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ენერგოობიექტების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის ვადა კიდევ ათი დღით გაახანგრძლივა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, დარტყმები 6 აპრილამდე გადაავადა.
„ირანის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ, ეს განცხადება გამოიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ მე ვაჩერებ ირანის ელექტროსადგურის განადგურების პერიოდს ათი დღით, ორშაბათამდე, 2026 წლის 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათამდე, აღმოსავლეთის დროით (Eastern Time). მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.