Loading data...
ტრამპი ირანის ხიდზე აფეთქების ვიდეოს აქვეყნებს - „დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება. 

„ირანში ყველაზე დიდი ხიდი ინგრევა და მას ვეღარასოდეს გამოიყენებენ – კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ! დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება და არაფერი დარჩება იმისგან, რაც შეიძლება დიდი ქვეყანა გახდეს!”, - აცხადებს დონალდ ტრამპი.