1776715101
უცხოეთი
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, ბლოკადას არ მოვხსნი „შეთანხმებამდე“, ის ირანს აბსოლუტურად ანგრევს
ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ, ძირითადად ტეხასის, ლუიზიანისა და ალასკის მიმართულებით გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ტრამპმა ცალკე გამოქვეყნებულ პოსტში ირანთან ომის მიმდინარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ომს „ძალიან დიდი უპირატესობით“ იგებს.
„...ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბლოკადა, რომელსაც „შეთანხმებამდე“ არ მოვხსნი, ირანს აბსოლუტურად ანგრევს. ისინი დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ, რაც არამდგრადი რიცხვია, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში. ამერიკის საწინააღმდეგო ყალბი ამბების მედია ირანის გამარჯვებას უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი!“, – წერს დონალდ ტრამპი.