Loading data...
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: შევალთ ირანთან ერთად და მშვიდი ტემპით დავიწყებთ გათხრებს დიდი ტექნიკით

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან იმუშავებს, რათა მისი გამდიდრებული ურანი აშშ-ში დააბრუნოს. 

დონალდ ტრამპმა Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს შეერთებული შტატები მოაგვარებს. 

„ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, მშვიდი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი ტექნიკით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული. 

„ვფიქრობ, შეთანხმება ძალიან სწრაფად მიიღწევა. ირანთან ძალიან კარგად ვურთიერთობთ“, - აცხადებს ტრამპი.