1774588291
უცხოეთი
ტრამპი: ირანის ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ - მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს
„ირანის ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„ირანის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ, ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ ვაჩერებ ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით, ორშაბათამდე, 2026 წლის 6 აპრილამდე, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.