Loading data...
ტრამპი: ირანის ეკონომიკა იშლება, ბლოკადას წარმოუდგენელი ეფექტი აქვს, ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.

ტრამპის ეს განცხადება ნავთობის გლობალური ფასების სწრაფი ზრდის ფონზე გაკეთდა. ამასთან, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია.

„მათი [ირანის] ეკონომიკა იშლება, ბლოკადას წარმოუდგენელი ეფექტი აქვს. მათი ეკონომიკა კატასტროფაა. ასე რომ, ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ბენზინის ფასებთან დაკავშირებული სიტუაცია ომის დასრულების შემდეგ დასტაბილურდება.

„ბენზინის ფასები დაეცემა. როგორც კი ომი დასრულდება, ისინი ქვასავით დაეცემა“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.