1772863264
უცხოეთი
ტრამპი: ირანის არმია, ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, განადგურებულია საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ფენომენალურად“ უმკლავდება.
„მათი არმია აღარ არსებობს. საზღვაო ფლოტი განადგურებულია. კომუნიკაციები განადგურებულია. ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს. საჰაერო ძალები მთლიანად განადგურებულია “, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანს 32 გემი ჰყავდა და ყველა მათგანი ზღვის ფსკერზეა.