ტრამპი ირანის ახალ უზენაეს ლიდერზე: ჩვენ არ ვიცით, ცოცხალია თუ არა, ის არავის უნახავს და ეს ძალიან უჩვეულოა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი. არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის ძალიან დამახინჯებულია. ამბობენ, რომ მან ფეხი დაკარგა და ძალიან მძიმედ დაშავდა. ზოგიერთი ამბობს, რომ მკვდარია. არავინ ამბობს იმას, რომ ის 100%-ით ჯანმრთელად არის. არ ვიცით, მკვდარია თუ არა. ის არავის უნახავს. ეს უცნაურია“, - განაცხადა ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე.
ინფორმაციისთვის, 11 მარტს ირანის მთავრობის მრჩეველმა, ირანის პრეზიდენტის შვილმა იუსეფ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არის.