Loading data...
ტრამპი: ირანი მოლაპარაკებას აპირებს და თუ ამას არ გააკეთებს, ისეთ პრობლემებს წააწყდება, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებებს აპირებს. 

„ისინი მოლაპარაკებას აპირებენ და თუ ამას არ გააკეთებენ, ისეთ პრობლემებს წააწყდებიან, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“, - განაცხადა მან. 

„იმედია, ისინი სამართლიან შეთანხმებას დადებენ და თავიანთ ქვეყანას ხელახლა ააშენებენ“, - განაგრძო ტრამპმა და დასძინა, რომ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, „მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ“.

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„უნდა ვთქვა, რომ ირანთან დაკავშირებით არჩევანი არ გვქონდა. ეს უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ და ბოლომდე მივიყვანთ მას, რის შედეგადაც ყველა კმაყოფილი დარჩება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

CNN-ის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ისლამაბადში 22 აპრილს არის დაგეგმილი.