Loading data...
ტრამპი: ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმების დადებას „გვევედრებიან“, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ მხოლოდ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ საჯაროდ აცხადებს, რომ აშშ-ის წინადადებას განიხილავს. 

„ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან განსხვავებულები და „უცნაურები“ არიან. ისინი შეთანხმების დადებას „გვევედრებიან“, რაც უნდა გაეკეთებინათ, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურდნენ, დაბრუნების ნულოვანი შანსით, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ მხოლოდ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“. ცდებიან!!! მათთვის უმჯობესია, მალევე სერიოზულად მოეკიდონ საქმეს, სანამ ძალიან გვიან არ არის, რადგან როგორც კი ეს მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იქნება და ყველაფერი არც ისე კარგად იქნება!“, - დაწერა ტრამპმა.